Search
Close this search box.

ტრანზიცია

ტრანზიცია

ტრანზიციია ეს არის ერთი გარემოდან მეორე გარემოში გადასვლისთვის მოსამზადებელი
პერიოდი. ის შეიძლება იყოს როგორც აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლის პროცესი,
ასევე სახლიდან ბაღში ან ბაღიდან სკოლაში. სივრცითი ტრანზიციის განუყოფელი
ნაწილია ადაპტაცია, რომელზეც დამოკიდებულია ტრანზიციის ხარისხი.

ვისაუბროთ ადაპტაციის როლის მნიშვნელობაზე

ადაპტაცია საბავშვო ბაღთან/ სკოლათან ეს არის ბავშვის ორგანიზმის და ფსიქიკის
შეგუება უცხო გარემოსთან , ახალ დღის რეჟიმთან და უცხო ადამიანებთან. შესაბამისად
რაც უფრო პატარაა ბავშვი მით უფრო მეტი დრო სჭირდება ახალ გარემოსთან
შესაგუებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია გარემო უფრო რბილი და მოქნილი იყოს .

ადაპტაციის 4 ხარისხი არსებობს

1. იოლი – ეს არის ემოციური დაკმაყოფილება, რადროსაც ბავშვი ადეკვატურია გარემოს
მიმართ და ერთვება თამაშებში;

2. საშუალო – ამ დროს ბავში ემოციურად ლაბილურია ცდილობს ჩაერთოს თამაშებში, არ აქვს აქტიური კომუნიკაცია, თუმცა ინტერესს ავლენს. თითქოს და დამკვირვებლის
როლი აქვს მორგებული;

3. მძიმე – რადროსაც ბავში ტირის და არ ერთვება აქტივობებში;

4. დეზადაპტაცია – ტირის ან არ უნდა ბაღში წასვლა, სადაც გამოვლენილია ხშირი
უძილობა, უმადობა, ნევროზული მდგომარეობა, სხვადასხვა ტიკების გამოვლენა, ენურეზი და სხვა;

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ადაპტაცია გავლენას ახდენს:

  •  ფსიქო-ფიზიოლოგიურ დონეზე (ძილი კვება და სხვა);
  •  ფსიქოლოგიურ დონეზე (ბავშის შინაგანი მდგობამერეობა , განწყობა ბაღისადმი );
  •  სოციალურ დონეზე (ურთიერთობა გარემოსთან );

აქედან გამომდინარე იმისათვის რომ გამოვრიცხოთ ყველა ეს რთული პროცესი საჭიროა
გამოვიყენოთ ადაპტაციის 3 ეტაპი, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

1. წინა მოსამზადებელი – სანამ ბავშვი წავა ბაღში (მნიშვნელოვანია მშობლის
ჩართულობა);

2. ძირითადი – რა დროსაც 1-2 კვირა არის მშობელთან ერთად, ხოლო შემდეგი 1-2 კვირა
მცირე ხანი მშობლის გარეშე (მაგ: დღის პირველი ნაწილი სადილამდე);

3. დასკვნითი – როდესაც ბავშვი რჩება ბაღში მარტო;

რა არის ბაღში/სკოლაში მძიმე ადაპტაციის მიზეზები?

ეს შეიძლება იყოს:

  • სახლში რუტინის(რეჟიმის) არ ქონა;
  • წესების არ ქონა;
  • უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის არ ქონა;
  • მშობლის მაღალი შფოთვა;
  • მშობლის განწყობა – უარყოფითი დამოკიდებულებები ბაღის/სკოლის მიმართ;
  • ტრანზიციის სტრესულ პერიოდზე დამთხვევა მაგ: ტუალეტის უნარების
    გამომუშავებისას, და/ძმის შეძენისას, კრიზისულ პერიოდებს , მშობლების
    განქორწინებისას და ა.შ.;
  • არ იცის როგორ დაამყაროს კომუნიკაცია;

ზღაპარ თერაპია ტრანზიციის დროს

ზღაპარ თერაპია ბავთა განვითარებაში და მათი ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს
თამაშობს. ის ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარის განვითარებას, შინაგანი
სამყაროს გამდიდრებასა და გაგებას, თვითგამოხატვასა და ემოციების
თვითრეგულირებას.

მშობლის მიერ შექმნილი პატარა ჯადოსნური ზღაპარი, ბაღის/სკოლის შესახებ,
დაგეხმარებათ წინა მოსამზადებელი პერიოდში ბავშვის დადებითი განწყობის
შესაქმნელად. გასათვალისწინებელია რომ ზღაპარში უნდა აღიწეროს რთული
სიტუაციებიც, როგორიც შეიძლება იყოს დედის/მამის გარეშე მასწავლებელთან
დარჩენა, ტირილი ან სხვა. შემდეგ როგორ უმკლავდება ამას ბავშვი თავად იმ
გარემოში, სადაც რჩება და ბოლოს უნდა დასრულდეს ბედნიერად. ის
მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს წარმოსახვაზე. უშუალოდ ფაქტის წინაშე
დადგომისას შესაძლოა ბავშის მაგალითი თავად ზღაპარი გახდეს და მისი
მეშვეობით რეალურ ცხოვრებაშიც გამონახოს გამოსავლის გზები საკუთარი
ემოციების სამართავად.

ესაუბრეთ პატარებს ხშირად ბაღის/სკოლის შესახებ, მოუყევით თქვენი
დადებითი გამოცდილებები და მოგონებები. გაუსვით პარალელი, რომ როგორც
დედიკოს და მამიკოს აქვს სამსახური, ისიც მისი სამსახური იქნება, ოღონდ
გაერთობა დაისვენებს და გემრიელად მიირთმევს. შესთავაზედ თავად აირჩიოს
სასურველი ჩანთა, რომლითაც წავა ბაღში/სკოლაში. მოუყევით ზღაპრები და
განეწყვეთ თავად მასწავლებლის მიმართაც დადებითად, პატარები ემოციებს გრძნობენ. მათთვის ყველა ადამიანი მისაღებია ვისაც დედა/მამა გაუღიმებს და სითბოს გაუზიარებს.

სტატია მოამზადა ადრეული გავნიტარების სპეციალისტმა  თეკლე კიპაროიძემ.