ადრეული განვითარება - თბილისი და მარნეული
„ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ თბილისსა და მარნეულში ახორციელებს პროგრამას, რომლის მიზანია განვითარების შეფერხების მქონე 0-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვა) და მათი ოჯახების გაძლიერება და ჩართვა ფორმალურ განათლებაში. პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა სპეციალისტთა გუნდი: ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ფიზიკური თერაპევტი, ადრეული ინტვერვენიციის სპეციალისტები.
სერვისი მოიცავს:
- სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სპეციალისტის მიერ თვეში 8 ვიზიტის განხორციელებას.
- სერვისის მიწოდება ხდება როგორც სახლში, ასევე საბავშვო ბაღსა და ორგანიზაციაში.
ორგანიზაცია ვითვალისწინებთ covid-19 შექმნილ მდგომარეობას და შშმ პირებს ვთავაზობთ დისტანციურ, ჰიბრიდულ და პირისპირ მომსახურებს.