Search
Close this search box.

ზრდასრულთა დღის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს სოციალური საწარმო „ხარატულა“, სადაც შშმ პირები ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს. სოციალურ საწარმოში დეკორატიულთან ერთად სასაჩუქრე ნივთებია წარმოდგენილი. განსხვავებულია ნამუშევრების შესრულების ტექნიკა.

საწარმოს აქტივობები ეხმარება ბენეფიციარებს ემოციურ – სოციალური სფეროს განვითარებასა და მოტორული უნარების დახვეწაში.

სოციალური საწარმოს მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალურ-ემოციურ რეაბილიტაციას და ორგანიზაციულ მდგრადობას.

თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ საწარმოს განვითარებაში.