Search
Close this search box.
.

.

ფონდი „ერთად ერთმანეთისთვის“  დაარსებულია “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” მიერ, იმ მიზნისთვის რომ დაეხმაროს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, შშმ პირებს და მათ ოჯახებს საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. კერძოდ, სამედიცინო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და ტექნიკის შეძენა, თერაპიული მომსახურების დაფინანსება და სხვა.ფონდის  ბენეფიციარები არიან  პირები, რომელთაც რიგი პრობლემები ექმნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სახელმწიფო  ვერ უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას. სწორედ ასეთ ბენეფიციარებზე იხარჯება ფონდის მიერ მოზიდული რესურსების უდიდესი ნაწილი, რომლის მობილიზება ხდება საქველმოქმედო აქტივობებით, დონორების მოზიდვით და ონლაინ პლატფორმებით.
ფონდის სტრუქტურა:

ფონდს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი,  შექმნილია მზურნველთა საბჭო. ფონდის საქმიანობის შესახებ აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოსთან, რომელიც თავის მხრივ მონიტორინგს უწევს ფონდის საქმიანობას. ფონდის მხარდასაჭერად მეგობართა კლუბი ერთვება აქტივობების განხორციელებასა და რესურსების  მობილიზებაში. ხოლო საექსპერტო ჯგუფი, როდესაც რაიმე საკითხი სცილდება ფონდის თანამშრომლების კომპეტენციას.