შშმ ბავშვების პრობლემები და გამოწვევები საქართველოში – ამ თემაზე ტვ “პირველის” ეთერში ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” წარმომადგენელმა ისაუბრა

ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ამჯერად, ტვ პირველის ეთერიდან გიყვებათ ჩვენი ორგანიზაციის პროგრამებსა და შშმ ბავშვების პრობლემებზე.
გადაცემა “პირველამდე” ხშირად უთმობს დროს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს. წამყვანებს : ნინო არაზაშვილს და ონისე ონიანს ჰქონდათ შეკითხვები, თუ რა პრობლემები და გამოწვევები აქვთ დღეს შშმ ბავშვებს საქართველოში, რამდენად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება თუ ეს თემა ისევ სტიგმატიზებულია, რა უნდა გაკეთდეს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
ამ და სხვა შეკითხვებს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ბენეფიციარის მშობელმა უპასუხეს.
გადაცემაში სტუმრად იყვნენ: ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახიმ საზოგადოების” ორგანიზაციის ქცევის კონსულტანტი, აუტიზმის პროგრამის სუპერვაიზორი და აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ხელმძღვანელი ნინია გაგლოშვილი და დღის ცენტრის ბენეფიციარის მშობელი შორენა ნოზაძე.
გადაცემის სანახავად გადადით მითითებულ ფეისბუქ ლინკზე :
https://www.facebook.com/Pirvelamde/videos/1648613182212737/