სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება.

ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება მისი დაბადებიდან იწყება. იგი გამოიხატება ბავშვის თვალის კონტაქტით, ღიმილით, ტირილით და ა.შ
ბავშვის სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე მხოლოდ მიკრო სისტემები, როგორიცაა- ოჯახი, ბაღი, სკოლა, თანატოლები, არ ახდენს გავლენას. ამ პროცესში ასევე ჩართულია სოციუმში არსებული ტრადიციები, ღირებულებები, კულტურა და ნორმები.
რა კომპონენტებისგან შედგება სოციალურ-ემოციური განვითარება?
თვითაღქმა- ესაა უნარი გაიაზრო საკუთარი იდენტობა, ინტერესები, დამოკიდებულებები, ღირებულებები. გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ფიქრები. შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები. ამ უნარის მიხედვით ყალიბდება თვითშეფასება ბავშვებში.
ემოციური თვითრეგულაცია- საკუთარი ფიქრების, ემოციების და ქცევების მართვის და რეგულირების უნარი. იგი ასევე გულისხმობს სტრესის, იმპულსების მართვას. რთულ სიტუაციაში იპოვოს შესაბამისი სტრატეგია ემოციების გამოხატვისთვის.
სოციალური ცნობიერება- უნარი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ სხვა კულტურის, შეხედულებების, აღმსარებლობის ან თუნდაც გამოცდილების მქონე ადამიანები, ვიყოთ ემპათიურები და შეგვეძლოს პოზიციის სხვა ადამიანის თვალით დანახვა.
ურთიერთობის უნარები- ეს უნარი გვეხმარება დავამყაროთ ჯანმრთელი, პოზიტიური ურთიერთობები გარშემომყოფებთან. ამ უნარებში შედის- აქტიური მოსმენის ტექნიკა, თანამშრომლობა, ჯგუფური მუშაობა და კონფლიქტის გადაჭრის უნარები.
პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებაზე- ინდივიდმა შეძლოს ეთიკური პრინციპებით მართული არჩევანის გაკეთება. პიროვნება საკუთარი ქცევის,სოციალური ურთიერთობებისა, თუ გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებს ეთიკურ სტანდარტებს, არსებულ მისაღებ სოციალურ ნორმებს