Search
Close this search box.

ისრაელის ელჩი მარნეულში სოციალური სერვისების მიმდინარეობას გაეცნო

ისრაელის ელჩი მარნეულში სოციალური სერვისების მიმდინარეობას გაეცნო
ორგანიზაციამ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ 2015 წელს პირველმა დაიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი სოციალური სერვისების განხორციელება შშმ ბავშვებისთვის. მიმდინარე ეტაპზე პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდა, დაიხვეწა მომსახურების სტანდარტი.
11 ივნისს, ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ სოციალური სერვისების სარეაბილიტაციო ცენტრს ისრაელის ელჩი, რან გიდორი სტუმრობდა. ელჩი გაეცნო არსებული სერვისების მიმდინარეობასა და დინამიკას.
საუბარი შეეხო სოციალური პროგრამების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას განათლების სისტემაში და ფორმალური განათლების ხელშესაწყობას არაფორმალური განათლების განვითარებისთვის განსახორციელებელ ქმედით ინიციატივებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი- ზაურ ტაბატაძე, ადგილობრივი თვითმართველობისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები…
მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ
იმავე დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია „შალომ კლუბ ქვემო ქართლი“-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ისრაელის საელჩოს და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV -ის მხარდაჭერით განხორციელდა.
“შალომ კლუბი“-ის პროგრამის მიზანია ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება-დანერგვა და ცოდნის გაზიარება.