
RTI-USAID
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ მუშაობს საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანარგვის ხელშეწყობაზე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადობა“ გახლავთ USAID-ის საბაზისო განათლების ოთხწლიანი (2020 წლის იანვარი – 2024 წლის იანვარი) პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია, რომელსაც ახორციელებს სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტი RTI ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სპეციალური საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისათვის, პროექტის ფარგლებში მომზადებულ საგანმანათლებლო მასალებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ყველა საგანმანათლებლო რესურსი ითარგმნა სომხურად და აზერბაიჯანულად.
ორგანიზაციის გუნდმა, რომელსაც ინკლუზიურ განათლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, 2020 წელს მოამზადა თვითრეგულირებადი ტრენინგ კურსი, სასწავლო პროცესში სსსმ მოსწავლეთა ეფექტური ჩართულობის შესახებ, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის. ასევე, ორგანიზაციის ჩართულობით, დაწყებითი კლასებისთვის შეიქმნა ონლაინ აქტივობების ბანკი, მშობლიურ ენასა და მათემატიკაში, რომელიც ითარგნა სომხურად და აზერბაიჯანულად.