Search
Close this search box.

მშობლის როლი ბავშვის განვითარებაში

მშობლის როლი ბავშვის განვითარებაში

 

ადამიანები საკუთარ ქცევას თვითონ ქმნიან. სწავლება, ადამიანის შინაგან ძალებს აღვიძებს და ავითარებს. ბავშვის ძალების განვითარება კი დამოკიდებულია მასზე მოქმედ ასაკობრივ გარემოზე, რომელიც შეიძლება იყოს დედა, მამა, ბებო, ბაბუ და ა.შ. „მე“-ს მთავარი საყრდენი, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მიერ მისი აღიარებაა. ეს „მნიშვნელოვან სხვებს“ გულისხმობს, ბავშვისთვის „მნიშვნელოვანი სხვები“ მისი მშობლები არიან, რომლებიც უზარმაზარ გავლენას ახდენენ ბავშვის „მე-კონცეფციის“ ჩამოყალიბებაზე. ჩვილებს არ გააჩნიათ თანდაყოლილი ცოდნა ან აზრი რეალობის შესახებ, ისინი გამოცდილებებებთან ერთად ვითარდებიან. გამოცდილებები გვეხმარებიან განვავითაროთ  მეხსიერება, რომლის საშუალებითაც ვრეაგირებთ გარემს მრავალ გამღიზიანებელზე. ადამიანები ისეთ ქმედებებეს იმეორებენ რასაც დადებითი შედეგი მოსდევს, მაგალითად, თუ კი ბავშვი ცხელ ნივთზე ხელს დაიწვავს ის ამას მეორედ აღარ გაიმერეობს ან თუ კი დედა ბავშვს კარგ საქციელს შეუქებს, ის ამას ხშირად გააკეთებს.

ბავშვები სამყაროს საწყისები არიან, ისინი ალამაზებენ და მატებენ ბედნიერებას  ყოველდღიურ ცხოვრებას. თითოეული მათგანი უნდა შევისწავლოთ ერთ მთლიან უნიკალურ არსებად. შესაბამისად ჩვენი მოვალეობაა მივცეთ მაქსიმალური გამოცდილება მათივე შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რითაც ისინი განვითარდებიან და თავიანთ ძლიერ მხარეებს ცხოვრების საყრდენად გამოიყენებენ. ისინი სუფთა დაფას ჰგვანან, საყურადღებოა რას დავწერთ მასზე,  როგორს და რამდენ გამოცდილებას მივცემთ ჩვენს პატარებს. ამასთანავე მნიშვნელოვანია მიდგომები, შესაბამისად არსებობს აღზრდის 4 სხვადასხვა ტიპი:

  1. ავტორიტეტული – როდესაც მშობლები იყენებენ თბილ, ბავშვზე კონცენტრირებულ მიდგომას, რა დროსაც გარემო არის უსაფრთხო, ხდება ცუდი და კარგი ქცევის ახსნა, ბავშვი ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში და ეძლევა დამოუკიდებლობა შეძლებისდაგვარად. ამ დროს ბავშვი არის თავის თავში დარწმუნებული, ცნობისმოყვარე, დამოუკიდებელი, მოტივირებული და რაც მთავარია სწავლობს თვითკონტროლს;

მაგ: ბავშვმა თავისივე მეგობარს სათამაშო წაართვაა, რის გამოც ის ატირდა, მშობელი თავის შვილს უხსნის, რომ სათამაშოს წართმევა ცუდი საქციელია, რადგან ამით მეგობარს აწყენინებს და ის ცუდ ხასიათზე დადგება. თუ კი მას სათამაშო სურს საჭიროა ითხოვოს, რათა არცერთმა მათგანმა არ ინერვიულოს.

  1. ჩაურთველი – ამ შემთხვევაში მშობელი იშვიათი ემოციური მხარდამჭერია, ბავშვის მიმართ დაბალი მოლოდინები და სტანდარტები აქვს, რა დროსაც ბავშვი მშობლის მიმართ მომთხოვნია, ასევე ის ვერ უმკვლავდება იმედგაცრუებას რაც მომავალში (მოზარდობისას) შესაძლოა რთულ ფსიქოლოგიურ პრობლემებში გადაიზარდოს;

მაგ: როდესაც ბავშვს კერძის მომზადებაში  ჩართვა სურს ან თუნდაც მარტო გაკეთება, თუმცა მშობლის რეაქცია ასეთია „- მოიცა რა დე მე გავაკეთებ შენ უნდა გამიფუჭო და თუ გინდა უბრალოდ მიყურე“.

  1. ლიბერალური – ამ სტილის შემთხვევაში მშობლები გულისხმიერები არიან შვილების მიმართ, თუმცა ვერ ახერხებენ საზოგადოებრივი წესების სტრუქტურების სწავლებას, რომლებითაც მათ უნდა იცხოვრონ, ამის გამო მოზრდილობაში მათ სირთულეები ექმნებათ. ამ სტილით აღზრდილი ბავშვები ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს. ისინი იქცევიან ისე, როგორც მათ სურთ, ხშირად ეს მშობელს უხერხულ სიტუაციაში აგდებს.

მაგ: მშობლები ტრანსპორტის გაჩერებაზე არიან სადაც რიგია, ისინი ბავშვთან ერთად ამ რიგის გვერდის ავლას ცდილობენ და ტრანპორტში ასვლას. იმ მომენტში შესაძლოა არავინ ეკამათოს, თუმცა მომავალში მსგავს სიტუაციაში შესაძლოა ბავშვმა იგივე გაიმეოროს და ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეს.

  1. ავტორიტარული – ამ აღზრდის სტილის მიხედვით მშობლებს უფრო დისციპლინის მოთხოვნები აქვთ და ნაკლებად ინტერესდებიან მათი დამოუკიდებლობით. შვილების მიმართ აქვთ გადაჭარბებული მოლოდინები და მაღალი სტანდარტები. ამ დროს ბავშვები იზრდებიან მორიდებულები, მშფოთვარენი და საკუთარ თვავში დაურწმუნებლები.

მაგ: როდესაც მშობლები თავის ბავშვობის აუხდენელ ოცნებას საკუთარ შვილს სთავაზობს, მაგალითად პიანინოზე შეჰყავს, ამ დროს კი ბავში არ არის ისეთი წარმატებული როგორც მათ სურთ, ამას შესაძლოა მოჰყვეს გამუდმებით მეცადინეობა პიანინოსთან, სათამაშოდ გარეთ არ გაშვება იმისგამო, რომ მან კარგად ვერ დაუკრა და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ ეტაპზე მწიფდება ფსიქიკური ფუნქციები და ახალ მიმართულებას აძლევენ განვითარებას.  ერთი ასაკობრივი პერიოდიდან მეორეზე გადასვლა შეიძლება, მშვიდი ან კრიზისული სახით გამოვლინდეს.  კრიზისის წარმოშობის 3 ეტაპი არსებობს:

  1. ჩვილობის კრიზისი – მნიშვნელოვანი კრიზისი, რადროსაც ბიოლოგიურიდან სოციალურ განვითარებაზე გადასვლა ხდება. ამ დროს ბავშვი სიარულსა და ლაპარაკს სწავლობს. პატარები პროტესტს აცხადებენ, ჭირვეულობენ, დაჟინებით მოითხოვენ სურვილების ასრულებას, რომლებიც შესაძლოა 5 წუთში ერთხელაც კი იცვლებოდეს. ისინი ამ პერიოდში მიისწრაფვიან, რომ ყველაფერი თავისი ხელით გააკეთონ.
  2. სამი წლის ასაკის კრიზისი – ეს არის „მე თვითონ“-ის ასაკი, როცა ბავშვი დამოუკიდებობას ეჩვევა, ავტონომიისკენ მიისწრაფვის, რომელმაც შესაძლოა მთელი რიგი კონფლიქტები წარმოშოს. ამ პერიოდში ბავშვი განსაზღვრავს საკუთარ ადგილს გარემოში. იგი უარყოფს არსებულ წესებს, ცდილობს საკუთარის დამყარებას, მოითხოვს მისი სურვილების ასრულებას, ყველაფერს პირიქით აკეთებს, ჯიუტობს და თავის ნებაზე იქცევა.
  3. მოზარდობის (თინეიჯერობის) ასაკის კრიზისი – რა დროსაც ვლინდება თვითდამკვიდრების, თავისუფლების, უფროსობის, აღიარების და თანასწორობის გამძაფრებული მოთხოვნილება. ამ დროს ხშირია მშობელებსა და  შილებს შორის უთანხმოებები.

და ბოლოს საყურადღებოა ფაქტი, რომ ბავშვთა განვითარება არის არათანაბარი პროცესი და თითოეული ფსიქიკის განვითარებას თავისი ოპტიმალური პერიოდი აქვს, მისი რითმი კი არ ემთხვევა დროის განვითარებას. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ „ვარდებს“, რომლებიც სხვადასხვა დროს, ზოგი ადრე, ზოგი დროულად, ზოგიც კი გვიან იშლებიან და ალამაზებენ ჩვენს გარემოს.

 

სტატია მომზადებულია თეკლე კიპაროიძის მიერ