ა(ა)იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებისა” და “სტუდია ეი-დი-სის” თანამშრომლებისთვის ტრენინგი დაიწყო
დღეიდან ,, სტუდია ეი-დი-სის” ორგანიზებით, სამდღიანი ტრენინგი დაიწყო თემაზე – ,, რთული ქცევის მართვა”. ტრენინგს კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (ECIP) მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი მარიამ გოჩაძე უძღვება. ტრენინგს ესწრებიან, როგორც “სტუდია ეი-დი-სის”, ისე ა(ა) იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” თანამშრომლები.
ტრენინგის თემები:
• ქცევის დეფინიცია და ქცევის გამოყენებითი
• ანალიზის საფუძვლების ზოგადი მიმოხილვა
• ქცევის მართვის სტრატეგიების მიმოხილვა
• ქცევის აღწერისა და შეფასების სტრატეგია
• ქცევის გაზომვის სტრატეგია
• ქცევის ცვლილებების პროცედურები: ქცევის შემცირება, ახალი უნარის ათვისება
ტრენინგი მოიცავს ქცევის მართვის თანამედროვე სტრატეგიების გაცნობასა და სწავლებას, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს მოახდინონ ქცევის იდენტიფიცირება, დაგეგმონ და განახორციელონ მის სამართავად საჭირო საწყისი სტრატეგიები
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სამიზნე ქცევის იდენტიფიცირებას, სამიზნე ქცევის აღწერას, შეფასებასა და გაზომვას, სამიზნე ქცევის მამოტივირებელი ფაქტორების გამოკვეთას, სამიზნე ქცევის სამართავად სტრატეგიების შემუშავებასა და იმპლემენტაციას.
სწავლებისთვის გამოყენებული იქნება ინტერაქციული მეთოდები: შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება, კეთებით სწავლება, გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა, პრეზენტაცია, ვიდეო რგოლები, სურათები და ცხრილები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
+3