Search
Close this search box.

 სერვისის ფარგლებში 6-დან 18-წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მოვემსახურებით.
მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამის მიზანია, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობა, ბენეფიციართა ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარება, საგანმანათლებლო, განმავითარებელი აქტივობების ხელშეწყობა.
გარდა ამისა, დღის ცენტრის მომსახურება უზრუნველყოფს, ფიზიკური გარემოს ადაპტირებასა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას, ასევე მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობას.
პროგრამას ემსახურება მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, ქცევის თერაპევტი, დამხმარე ასისტენტი, განვითარების სპეციალისტი). სპეციალისტების მიერ თითოეული ბავშვის შეფასების შემდეგ იქმნება ინდივიდუალური რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო გეგმები, რომელიც ეფუძნება ბავშვის შესაძლებლობებს და სურვილებს.