ჩვენი ისტორია
საზოგადოებაში არსებულმა სტერეოტიპულმა წარმოდგენებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებმა განაპირობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანების შექმნის იდეა. კავშირის წევრების დაუოკებელი სურვილი, რომ შესაძლებლობა ჰქონოდათ ბავშვებისთვის სრულყოფილი გარემო და უკეთესი მომავალი შეექმნათ, 1995 წელს საინიციატივო ჯგუფის სტრუქტურით ჩამოყალიბდა , 1997 წლის ოქტომბერში კი კავშირმა ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა და დაარსდა საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“
21 წლის განმავლობაში ორგანიზაციას არ შეუცვლია საქმიანობის სფერო და სამიზნე ჯგუფი. „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ დღემდე აქტიურად აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე.
მისია და მიზანი
მისია და მიზანი
„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ არის ორგანიზაცია, რომლის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ბავშვთა და მათი ოჯახის წევრთა პიროვნული რეალიზაციის ხელშეწყობა: განათლების, პროფესიული სწავლების, დასაქმების, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ასპექტებში. ასევე მათი უფლებების ადვოკატირება, რათა ხელი შეუწყოს შშმ პირთა, ბავშვთა და მათი ოჯახის წევრთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და სრულფასოვან ინკლუზიას საზოგადოებაში.
კავშირი „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ აღიარებს თითოეული შეზღუდული შესაშლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი და ღირსეული თანაცხოვრების უფლებას საზოგადოებაში.
როგორ ვხედავთ ამას?
ყველას გვაქვს უნიკალური მიზანი. ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების ნაცვლად, მათ შესაძლებლობებზე ვამახვილებთ ყურადღებას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები არიან უმნიშვნელოვანესი ნაწილი საზოგადოების, რომელთაც შეუძლიათ უპირობა სიყვარული, პოზიტიური აზროვნება, გულწრფელობა და ერთგულება, სწორედ ეს არის ის თვისებები, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სოციუმზე და ცვლის მის თითოეულ წევრს უკეთესობისკენ.
რას ვაკეთებთ?
ჩვენ ვაყალიბებთ ურთიერთობებს დონორებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის, რასაც ვუზრუნველყოფთ პროგრამებისა და პროექტების სახით.