Search
Close this search box.

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა  აბილიტაცია/ რეაბილიტაციის პროგრამა

პროგრამა ხორციელდება ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში.

 

ვინ არის მოსარგებლე?

აუტისტური სპექტრის დარღვევების დიაგნოზის მქონე ( F84:0  ბავშვთა აუტიზმი F84:9 ბავშვთა აუტიზმი, დაუზუსტებელი) 2-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვები და მოზარდები.

რა არის პროგრამის ძირითადი მიზნები და მოცანები?

  • ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქიონირების დონის შეფასება.
  • ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
  • მშობლის კონსულტირება.

ბავშვთან/ მოზარდთან მუშაობა მიმდინარეობს:

  • მულტიდისციპლინური მიდგომით, ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის (ბავშვთა ფსიქიატრის, განვითარების პედიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ოკუპაციური/სენსორული თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, ხელოვნების თერაპევტის და სხვა) ჩართულობით.
  • ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული ABA-თერაპიის ფარგლებში
  • მოიცავს 20 სეანსს ყოველი თვის განმავლობაში, მათ შორის ABA-თერაპიის 12-14 სეანსს (ასაკიდან გამომდინარე), დამატებით – მეტყველების თერაპიის, სენსორული თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, ხელოვნების თერაპიის სეანსებს.

პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი კრიტერიუმებია:

ბავშვის/მოზარდის ბოლო 3 წლის (2 წლის ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ბოლო 2 წლის) განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია.