ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის წარმატების ისტორია

სიამაყით მოგიყვებით ჩვენი წარმატების ისტორიას.
გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გითხრათ, რომ თუ პრობლემას სწორად დავინახავთ, მიზანს სწორად შევარჩევთ, კოლეგებთან ერთად, გუნდური მიდგომით მართლაც საკვირველი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.
ჩვენი ორგანიზაციის, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის გუნდი სულ ცოტა ხნის წინ ასეთი გამოწვევის წინაში დადგა.
პროგრამაში ჩართული ერთ -ერთი ოჯახის , განვითარების შეფერხების მქონე, ბაღის ასაკის ბავშვთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდებოდა, ბავშვი ბგერებს ვერ წარმოთქვავდა და ტანტრუმი ხშირად უმეორდებოდა. შესაბამისად ბავშვის ოჯახის წევრებიც დაბნეულები იყვენენ და უკიდურესად განიცდიდნენ მდგომარეობას. გამოთქვამდნენ მზაობას ჩვენი გუნდის წევრებთნ ერთად ეპოვათ და შეემუშავებინათ სტრატეგია.
პირველი სწორი გადაწყვეტილება პროგრამის ადმინისტრაციულმა მენეჯერმა სოფო მელაძემ მიიღო, როდესაც ბავშვი ისეთ ადრეულ სპეციალისტთან გადაამისამართა ვინც სპეციალობით ასევე გახლავთ მეტყველების თერაპევტი – ქალბატონი ქეთი კაპანაძე
როგორც ქეთი იხსენებს თავდაპირველად ბავშვის შეფასებაც კი გაურთულდა, რადგან პატარა კონტაქტში არ შედიოდა.
ქეთის პირველი სწორად შერჩეული ნაბიჯი და მიდგომა აღმოჩდა სიმღერა, რომელსაც ის უმღეროდა ბავშვს , რომ მისი ყურადღება მიექცია. ბავშვს მოეწონა ეს მიდგომა და სასიკეთო ცვლილებებიც აქედან დაიწყო.
მნიშვნელოვანია მეტყევლების თერაპევტთან ჯგუფის სუპერვაიზორისა და ტრენერის – ფიდან ასკეროვას წვლილი, ჩვენი პატარა ბენეფიციარის მდგომარეობის სტაბილიზებისთვის. ფიდანმა, რომელიც თავად 2015 წლიდან ჩართულია ადრეული განვითარების პროგრამაში შეფასების სწორი ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლო ქეთის დახმარებოდა ბავშვის ძლიერი მხარეების გამოვლენაში.
ჩვენი ადრეულის გუნდი ყოველ სამშაბათს იკრიბება, რომ სპეციალისტებმა შეძლონ რთული შემთხვევების მართვა. სწორედ ,, სამშაბათობაზე“ შეარჩია ქეთიმ გეგმა და გუნდმა დასახა მიზანი, როგორ უნდა ჩართულიყო მუშაობაში ბავშვის ოჯახის წევრები. ეს ხომ ასე მნიშვნელოვანია თავად ბავშვის მშობლის თანადგომა. მათი ყოველი თამაში ბავშვთან გააზრებული და შედეგის მომცემი უნდა ყოფილიყო.
მშობლის მზაობის მოპოვება და მათი მხარდააჭერა დიდი შრომის შედეგად მიღწეული მორიგი წარმატება გახლდათ. რაც ყველამ ნათლად დავინახეთ.
რადგან ბავშვს უყვარდა ბაღი, გავზარდეთ ბაღის დრო, ოჯახში კი გამოვთიშეთ ტელევიზორი და სიმღერ- სიმღერით დავიწყეთ მოქმედება. შეფასება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, სამ თვეში ბავშვი უკვე ბგერებს წარმოთქვამდა და მასთან მყოფ სპეციალისტს სახელით მიმართავდა.
ახლა უკვე ვმუშაობთ ბგერების დამუშავებაზე…
ჩვენმა გუნდმა ერთიანობით არაერთი გამოწვევა დაძლია წლების მანძილზე, ჩვენი პრინციპი შედეგზე ორიენტირებული მიზნის შერჩევაა . არასდროს ვნებდებით,
რადგან, ვაცნობიერებთ, რომ ყველა ბარიერი, გუნდის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, ბენეფიციარებისადმი თავდადებით, მონდომებით და პროფესიონალიზმით დაიძლევა.
P.s. მშობლის თხოვნით ბავშვის ვინაობას არ ვასახელებთ.