Search
Close this search box.

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

შშმ პირთა საერთაშორისო დღე
3 დეკემბერს, ჩვენი ორგანიზაციის წევრები და თანამშრომლები შეუერთდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას, რომელიც რესპუბლიკის მოდნიდან პარლამენტისაკენ გაიმართა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობდა.
მსვლელობის მიზანი იყო ამ დღეს, მთავრობას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა/პირთა უფლებები, რომელთა რეალიზება დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ქვაკუთხედია:
-ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების მშენებლობა
-ხარისხიანი სერვისების დანერგვა და მიწოდება დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობად;
– პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვა-განვითარება;
– ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამის დანერგვა;
-სოციალური პაკეტის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
-სოციალური სერვისის მიწოდება ოჯახებისათვის და მშობელთა გაძლიერება და სხვა.
მსვლელობის ორგანიზატორიმ-  კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის