სალომე ჭედია
დღის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი, არტ თერაპევტი
განათლება – სარეჟისორო, ბიზნესის ადმინისტრირება
სალომე 2017-2019 წლებში მე-10 საჯარო საპილოტე სკოლაში მუშაობდა ხელოვნების პედაგოგად. 2018 წლიდან დღემდე GAU-ს სკულპტურული ხელოვნების ლექტორია. 2015-2021 წლებში “International art doll”-ის მონაწილე გახლდათ. 2016 წელს კი მიწვეული იყო პრაღაში, საერთაშორისო თოჯინების გამოფენაზე, სადაც მისმა თოჯინამ აღიარება და დიპლომი მოიპოვა.
სალომე ორგანიზაციას „ბავშვი ოჯახი საზოგადოება“ 2019 წელს შეუერთდა.
„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ჩემთვის არის - სითბო, სინათლე და სიკეთე. ჩვენი ბავშვების უანგარო სითბო და სიყვარული მაძლევს საოცარ ენერგიას. მზად ვარ ჩემი ცოდნა, გამოცდილება, სითბო და სიყვარული იგივე მოცულობით დავუბრუნო მათ. მადლობა ორგანიზაციის გუნდს და ბავშვებს, ასეთი დიდი სიყვარულისთვის.