რა არის დისლექსიის ნიშნები? როგორ მივიღოთ დახმარება?

დისლექსია არის სპეციფიკური დასწავლის სირთულე, რომლის დროსაც სირთულე გამოხატულია კონკრეტულად შემდეგ უნარებში: სწავლაში, კითხვასა და წერაში. ბრიტანეთის მონაცემებით 10დან ერთ ადამიანს აქვს გამოხატული. ძირითადად დისლექსია თავს იჩენს სასკოლო ასაკში, როცა ბავშვი იწყებს წერა-კითხვის სწავლას.
რა იწვევს დისლექსიას?
დღესდღეობით არ არის ცნობილი თუ რა იწვევს დისლექსიას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ის არ არის კავშირში ინტელექტუალურ დარღვევებთან.
რა არის დისლექსიის ნიშნები?
- ბავშვი დისლექსიით კითხულობს და წერს ძალიან ნელა
- ერევა ასო-ბგერები წინადადებაში
- ერევა სარკისებური ასო-ბგერები ერთმანეთში (მაგალითად, „შ-წ“-„ხ-ძ“).
- საუბრობს არათანმიმდევრულად
- აქვს მწირი ლექსიკური მარაგი
- უჭირს დაგეგმვა და ორგანიზება
როგორ მივიღოთ დახმარება?
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს აქვს დისლექსია მიმართეთ სკოლის მასწავლებელს, ან სპეციალისტს, რომელიც შეგირჩევთ თქვენს შვილზე მორგებულ სასწავლო გეგმას.
უნდა დაუკავშირდეთ:
- განათლების ფსიქოლოგს
- ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს დისლექსიის მქონე პირებთან
მხარდაჭერა დისლექსიის მქონე პირებისათვის:
თუ თქვენს შვილს აქვს დისლექსია, ის საჭიროებს დამატებითი საგანმანათლებლო მხარდაჭერას.
მეთოდები, რომლებიც დაეხმარება თქვენს შვილს:
- დროდადრო ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფში მეცადინეობა სპეციალურ მასწავლებელთან
- სიტყვების გამოთქმა ხმამაღლა, სიტყვის ჟღერადობის დამახსოვრება
- სპეციალური ტექნიკა (პლანშეტი, კომპიუტერი) რომელიც აღჭურვილია სათანადო აქტივობებით იმისათვის, რომ გაუმარტივოს ბავშვს სასწავლო პროცესი.