Search
Close this search box.

რა არის დისლექსიის ნიშნები? როგორ მივიღოთ დახმარება?

რა არის დისლექსიის ნიშნები? როგორ მივიღოთ დახმარება?

დისლექსია არის სპეციფიკური დასწავლის სირთულე, რომლის დროსაც სირთულე გამოხატულია კონკრეტულად შემდეგ უნარებში: სწავლაში, კითხვასა და წერაში. ბრიტანეთის მონაცემებით 10დან ერთ ადამიანს აქვს გამოხატული. ძირითადად დისლექსია თავს იჩენს სასკოლო ასაკში, როცა ბავშვი იწყებს წერა-კითხვის სწავლას.

 

რა იწვევს დისლექსიას?

დღესდღეობით არ არის ცნობილი თუ რა იწვევს დისლექსიას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ის არ არის კავშირში ინტელექტუალურ დარღვევებთან.

 

რა არის დისლექსიის ნიშნები?

  • ბავშვი დისლექსიით კითხულობს და წერს ძალიან ნელა
  • ერევა ასო-ბგერები წინადადებაში
  • ერევა სარკისებური ასო-ბგერები ერთმანეთში (მაგალითად, „შ-წ“-„ხ-ძ“).
  • საუბრობს არათანმიმდევრულად
  • აქვს მწირი ლექსიკური მარაგი
  • უჭირს დაგეგმვა და ორგანიზება

 

როგორ მივიღოთ დახმარება?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს აქვს დისლექსია მიმართეთ სკოლის მასწავლებელს, ან სპეციალისტს, რომელიც შეგირჩევთ თქვენს შვილზე მორგებულ სასწავლო გეგმას.

უნდა დაუკავშირდეთ:

  • განათლების ფსიქოლოგს
  • ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს დისლექსიის მქონე პირებთან

 

მხარდაჭერა დისლექსიის მქონე პირებისათვის:

თუ თქვენს შვილს აქვს დისლექსია, ის საჭიროებს დამატებითი საგანმანათლებლო მხარდაჭერას.

 

მეთოდები, რომლებიც დაეხმარება თქვენს შვილს:

  • დროდადრო ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფში მეცადინეობა სპეციალურ მასწავლებელთან
  • სიტყვების გამოთქმა ხმამაღლა, სიტყვის ჟღერადობის დამახსოვრება
  • სპეციალური ტექნიკა (პლანშეტი, კომპიუტერი) რომელიც აღჭურვილია სათანადო აქტივობებით იმისათვის, რომ გაუმარტივოს ბავშვს სასწავლო პროცესი.