Search
Close this search box.

სენსორული ინტეგრაცია

სენსორული ინტეგრაცია

ტერმინი „სენსორული ინტეგრაცია“ შეიძლება ცოტა დამაბნეველად ჟღერდეს,
სინამდვილეში კი მასში ჩვენთვის კარგად ნაცნობი შეგრძნებების აღქმა,
გადამუშავება და ადაპტური პასუხის დაბრუნება იგულისხმება. რას ვგულისხმობთ
შეგრძნებებში? ესენია: ვიზუალური სისტემის აღქმა თვალის მიერ, სმენა ყურების
საშუალებით, შეხება ჩვენს კანზე, გემო აღქმა პირის ღრუში, სუნის შეგრძნება
ცხვირში, სხეულის წონასწორობა და სხეულის პოზიციის აღქმა სივრცეში. სხეულის
წონასწორობის შეგრძნებაში ჩვენ შიდა ყურში განლაგებული რეცეპტორები, ხოლო
სხეულის სივრცეში აღქმისთვის კი მყესებსა და კუნთებში არსებული რეცეპტორები
გვეხმარებიან. 

ალბათ საინტერესოა, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი შეგრძნებების
გადამუშავება. ზემოთ ჩამოთვლილ სხეულის ნაწილებში ჩვენ გვაქვს მგრძნობიარე
რეცეპტორები, რომლებიც რაიმე სტიმულით გაღიზიანების დროს ინფორმაციას
იღებენ და თავის ტვინს გადასცემენ, სადაც ხდება შემოსული ინფორმაციის
გადამუშავება შესაბამისი თავის ტვინის უბნის მიერ, შემდეგ კი ჩვენთვის პასუხის
დაბრუნება.
მოდით კანის (შეხების შეგრძნების) მაგალითზე განვიხილოთ ეს პროცესი: ჩვენი
კანის ქვეშ მოთავსებულია ნერვული დაბოლოებები, როცა ვინმე შეგვეხება ხელზე,
რეცეპტორები აღიგზნებიან და ინფორმაციას თავის ტვინს გადასცემენ, რომელიც
პასუხს დაგვირბუნებს და შეგვატყობინებს რომ ვიღაც შეგვეხო.
მოდით, განვიხილოთ რაში გვეხმარებიან ჩვენი შეგრძნებები:

  1. გარემოსთან ადაპტაცია– ჩვენს გარშემო არსებული საგნების, ადამიანების,
    მოვლენების აღქმასა და შესწავლაში. მაგალითად: როცა ბავშვს რაიმე ახალ საგანს მივაწოდებთ, ის ჯერ აკვირდება ვიზუალურად, შემდეგ შეიძლება დასუნოს, გემო გაუსინჯოს, დაარტყას იატაკს ხმების გამოსაცემად და ა.შ

2.  ფუნქციური უნარები– გვეხმარება ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ფუნქციური უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორიცაა
კვების, ჰიგიენური პროცედურების, თამაშის, გადაადგილების, ვარჯიშის თუ
სწავლების უნარ-ჩვევები. მაგალითად: 2,5 წლის პატარა ჯერ ახალ ხილს ან
ბოსტნეულს სენსორულად შეაფასებს, ანუ შეგრძნებების საშუალებით
დააკვირდება, შეეხება, დასუნავს, გადააგდებს, დაჭყლეტს ან გემოს
გაუსინჯავს მას და მომავალში შეუდგება მის გასინჯვას.

3. საკუთარი სხეულის უსაფრთხოების დაცვასა და შენარჩუნება– ჩვენი
შეგრძნებების საშუალებით შევიგრძნობთ ცხელს, ცივს, ეკლიანს, მძიმეს და
ა.შ შესაბამისად, ვხვდებით როდის გაუშვათ ხელი რაიმე საგანს,
შევამსუბუქოთ სხეულის დატვირთვა და ა.შ

4. საკუთარი სხეულის მართვასა და მოტორულ დაგეგმვა– სწორედ ჩვენი
შეგრძნებების საშუალებით აღვიქვამთ ისეთ ყოველდღიურ მოტორულ
მოქმედებებს, როგორიცაა სირბილი, ხტუნაობა, სახლის დალაგება,
გახდა/ჩაცმა, სათამაშოების დალაგება და ა.შსაკუთარი სხეულის მართვასა და მოტორულ დაგეგმვა- სწორედ ჩვენი
შეგრძნებების საშუალებით აღვიქვამთ ისეთ ყოველდღიურ მოტორულ
მოქმედებებს, როგორიცაა სირბილი, ხტუნაობა, სახლის დალაგება,
გახდა/ჩაცმა, სათამაშოების დალაგება და ა.შ

5. თავის ტვინის განვითარება– ჩვენი შეგრძნებები და მათი გადამუშავების
პროცესი დაკავშირებულია თავის ტვინის შესაბამისს უბნებთან და
შეგრძნებების განვითარებით და ამოქმედებით, თავის ტვინიც ვითარდება.
ასევე შეგრძნებები გვეხმარებიან კოგნიტური უნარების განვითარებაშიც,
როგორიცაა აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, პრობლემის გადაჭრის უნარი და
ა.შ

ადრეულ ასაკში, როცა ბავშვები იწყებენ შეგრძნებების განვითარებას თამაშის
საშუალებით, შესაძლოა გამოიკვეთოს სენსორული ინტეგრაციის სირთულეები.
მოდით, განვიხილოთ რა ტიპის სირთულეები შეიძლება შეექმნათ ბავშვებს, ესენია-
ინფორმაციის მიღების სირთულე, ინფორმაციის გადამუშავების სურთულე და
ადაპტური პასუხის დაბრუნების სირთულე.

  1. სენსორული მოდულაციის დარღვევა– ეს მდგომარეობა გულისხმობს
    სხვადასხვა სტიმულებზე განსხვავებულ რეაქციას ბავშვის შეგრძნებების
    მხრივ. მაგალითად: არსებობს სენსორული მოდულაციის რამოდენიმე ფორმა:
    ზემგრძნობელი, ქვემგრძნობელი და სენსორული მაძიებელი (იგივე
    სენსორული შიმშილი).

ზემგრძნობელი– იმაზე უფრო მძაფრად აღიქვამს გარემოში
არსებულ სტიმულებს, ვიდრე ის სინამდვილეშია. მაგ: ოდნავი ხმაური
აღიქმება, როგორც ყვირილი ან ხმამაღალი ხმა. თავს არიდებს
რომელიმე სტიმულებს და თავს არაკომფორტულად გრძნობს მასთან
ინტერაქციის დროს. მაგალითად: როცა ბავშვს ვიზუალური ზემგრძნობელობა
აქვს, შეიძლება თავს არიდებდეს სინათლეს, აბნელებდეს ოთახს.
აუდიალური (სმენითი) ზემგრძნობელობის დროს შეიძლება არ სიამოვნებდეს
ხმები და ყურებზე ხელებს იფარებდეს.

ქვემგრძნობელი- ასეთი მდგომარეობის დროს ინფორმაციის
აღსაქმელად გაცილებით მძაფრი და ძლიერი სტიმული ესაჭიროებათ
აღსაქმელად. იმისათვის, რომ მივიქციოთ ბავშვის ყურადღება, საჭიროა
ძლიერი სტიმული. მაგალითად: შეხების ქვემგრძნობელობის დროს ბავშვს
მოსწონს ძლიერად შეხება და ჩახუტება, მოუქნელია, აქვს წვრილი
მოტორიკის სირთულეები, არ აქცევს ყურადღებას, როცა რაიმე დაეღვრება
სხეულზე, ტანსაცმელზე და ა.შ როცა წონასწორობის შეგრძნების
ქვემგრძნობელობა აქვს ბავშვს მოსწონს ტრიალი, ითხოვს საქანელას,
ცდილობს აძვრეს და გადმოხტეს ავეჯიდან და ა.შ

    სენსორული შიმშილი– ბავშვი ამ დროს ითხოვს ერთ რომელიმე
შეგრძნებას მუდმივად. მაგალითად, როცა ვიზუალური სენსორული შიმშილი
აქვს ბავშვს ცდილობს ყველა საგანი იატაკზე დაალაგოს და შორიდან, ხან
ახლოდან უყუროს, მოსწონს მანათობელა, ბრჭყვიალა საგნების, საგნებს
აკვირდება სხვადასხვა რაკურსიდან და ა.შ
    სენსორული ინტეგრაციის დარღვევა ასევე გულისხმობს კიდევ ორ
მდგომარეობას, რომელსაც სენსომოტორული დარღვევებით და სენსორული
დისკრიმინაციის დარღვევით მოიხსენიებენ.

სენსომოტორული დარღვევების დროს ბავშვს აქვს მოტორული
სირთულეები, დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა მოქმედება, თუმცა თუ
სხვა დაუგეგმავს მაშინ შედარებით უადვილდება მოქმედების შესრულება.
მაგალითად, როცა ჩვენ ვაპირებთ კბილების გამოხეხვას ამ მოქმედებას არ
ვგეგმავთ დეტალურად, არამედ მექანიკურად ვასრულებთ. არ ვფიქრობთ
როგორ მოვუშვათ ონკანი, როგორ მოვძებნოთ კბილის ჯაგრისი, მერე რომელი
მოქმედება გვჭირდება რომ კბილების გამოხეხვის პროცესამდე მივიდეთ.

სენსომოტორული დარღვევების დროს კი ბავშვს უჭირს
ელემენტარული მოძრაობების შესრულებაც კი, როგორიცაა სირბილი,
ტანსაცმლის გახდა, საწოლზე ასვლა/ჩამოსვლა, სკამზე დაჯდომა. მსგავსი

მდგომარეობის მქონე ბავშვები გვიან იწყებენ ხოხვას, სიარულს, ცდილობენ
ძალიან ნელა შეასრულონ, ხშირად კი თავს არიდებენ აქტიურ მოქმედებებს.

სენსორული დისკრიმინაციის დარღვევის დროს ბავშვებს უჭირთ
განასხვაონ სხვადასხვა სტიმული ან იპოვონ მსგავსი სტიმულები.
მაგალითად, გემოს შეგრძნების კუთხით უჭირს განასხვაოს მწარე და
ტკბილი, შეხების მხრივ გლუვი და უხეში. ვიზუალური შეგრძნების
შემთხვევაში იპოვოს მოცემული საგნის მსგავსი. როცა ბავშვს აუდიალური
(სმენითი) სენსორული დისკრიმინაციის დარღვევა აქვს უჭირს მოსმენა თუ
გარედან ხმაური შემოდის, უჭირს საუბარი, როცა მოშორებით სხვა საუბრობს,
რადგან მისი ყურდაღების გაფანტვა ადვილია.

 

ვის უნდა მიმართოს მსგავსი ნიშნების შემჩნევის დროს მშობელმა?

ბავშვის სენსორულ შეფასებას ახორციელებს ოკუპაციური თერაპევტი,
რომელიც მშობელთან ინტერვიუს და ბავშვთან დაკვირვების საფუძველზე
შეიმუშავებს რეკომენდაციებს სახლის პირობებში ან გასცემს რეკომენდაციას
სენსორული თერაპიის დაწყების შესახებ.

სტატია მოამზადა განათლების ფსიქოლოგმა და ადრეული განვითარების
სპეციალისტმა სოფიო მელაძემ.