პროგრამა ფინანსდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება ზრუნვის სააგენტოს მეშვეობით.
ვინ არის მოსარგებლე?
3 წლიდან 18 წლამდე განვითარების, ზოგადი აშლილობის, R 62.2 გონებრივი განვითარების ჩამორჩენის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისა და განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები.
რა არის პროგრამის ძირითადი მიზნები და ამოცანები?
- ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება.
- ბავშვის ფიზიკური დაინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება.
- ზოგადი ჯანმრთელობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობა.
რას მოიცავს სერვისი?
თვეში მომსახურება გულისხმობს 20 საათს. პროგრამაში შედის:
ქცევითი თერაპია, ფიზიკური თერაპია, აკადამიური თერაპია, მეტყველების თერაპია, ხელოვნების თერაპია და ოკუპაციური თერაპია.
საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის/ნერვოლოგის კონსულტაცია.
პროგრამას ემსახურება:
- Program Menager, Doctor Pediatrician
- ნერვოლოგი
- შესრულების მენეჯერი
- თერაპევტები
პროგრამაში ჩართვისთვის უნდა მიმართოთ ზრუნვის სააგენტოს ( ასათიანის N9) და წარადგინოთ შემდეგი საბუთები: 1. ბენეფიციარის დაბადების მოწმობა; 2. ფორმა N100; 3. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა.