Search
Close this search box.

ცერებრალური დამბლის ცნობადობის ამაღლების დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

ცერებრალური დამბლის ცნობადობის ამაღლების დღე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
6 ოქტომბერს მსოფლიო ცერებრალური დამბლის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ ცერებრალური დაავადების გავრცელების სიხშირე არის 2,5–4 ყოველ 1000 ახალშობილზე, ამდენად ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის განვითარებაზე.
 ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ინიციატივით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივას, ცერებრალური დამბლის საერთაშორისო დღე საქართველოშიც ოფიციალურად აღინიშნებოდეს.
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადობა“ 1995 წელს დააფუძვნეს სწორედ ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების მშობლებმა, ეს არის შშმ ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს ამ ადამიანების დამოუკიდებელ ცხოვრებას. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოდან შეუერთდეს ჩვენი ხმა გლობალურ პროცესებს.
ორგანიზაციის თავმჯდომარე, დირექტორი და სპეციალისტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია სულავას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს, სიმონ პეტრიდისს შეხვდნენ.
წლებია მთავარ გამოწვევად რჩება ცერებრალური დამბლის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, საქართველოში მცხოვრები ცერებრალური დამბლის მქონე ქართველი და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა, მოახდინონ საკუთარი უნარების რეალიზაცია.
ღონისძიებით საქართველოც შეუერთდა გლობალურ მოძრაობას, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციები ერთობლივად თანამშრომლობენ, რათა გაუმკლავდნენ იმ დიდ პრობლემებს, რომელსაც ცერებრული დამბლა (Cerebral Polsy) CP-ი იწვევს.