Search
Close this search box.

chfs-ის ინიცირებული პროექტი “მოდი, ერთად ვისწავლოთ””

chfs-ის ინიცირებული პროექტი “მოდი, ერთად ვისწავლოთ””
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ არის ინიციატორი  პროექტის “მოდი, ერთად ვისწავლოთ” პროექტი მოიცავს ონლაინ შეხვედრების სერიებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც განკუთვნილია მშობლებისა და სპეციალისტებისთვის.
 შეხვედრებზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა სფეროს ექპერტები, სპიკერები, მასწავლებლები, ექიმები, ფსიქოლოგები, მშობლები, ინკლუზიური განათლებისა და ბავშვთა განვითარების დარგში მომუშავე პროფესიონალები.
 მსმენელს საშუალება ექნება დაუსვას კითხვა სპიკერს და მიიღოს პასუხი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე Live ფორმატში.
პროექტიმხარდაჭერილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამოქალაქო სამსახურის მიერ.
ვებინარების საკითხებია:
1. თემა – „ინკლუზიური განათლება“
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობა სკოლებში, პრობლემები და პერსპიქტივები.
2. თემა-  “ბავშვთა ადრეული განათლების როლი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ტრანზიციის პროცესში”
ადრეული განათლების მიზნები, მშობლების ჩართულობის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის.
3. თემა – „Covid 19 – გავლენები სოციალურ სერვისებზე, ფსიქო-ემოციური რეალობა და გამკლავების გზები“
სერვისების ხელმისაწვდომა შშმ ბავშვებისთვის კოვიდ პანდემიის პირობებში.
4. თემა – “გაეროს შშმ პირთა უფლებათა დაცვის კონვენცია ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ოჯახებისთვის, მათი გამოწვევები და პერსპექტივები“.
შშმ პირების უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა.