“სმენის შემოწმება ბავშვებში-დიაგნოსტირების მეთოდი „

ბავშვის საერთო განვითარება მჭიდროდაა კავშირში სმენასთან და მეტყველებასთან.ის რაც, იწვევს სიყრუეს ან სმენის დაქვეითებას,საჭიროებს დროულ გამოვლინებას და მკურნალობას.
პირველადი შემოწმება ხდება სამშობიაროში ,რომელიც საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა გაწერილი(უფასო პროგრამა).
სკრინინგის მეთოდი:
ტვინის ღეროს აუდიტორული პასუხი (ABR-AUDITORY BRAINSTEM RESPONSE)
გარდამავალი ოტოაკუსტიკური ემისიის ტესტი(EOAE-DISTORTION PRODUKTOR TRANSIENT OTOACUSTIC ENNISIONS)
ABR-ამ ტესტით იზომება ელექტროენცეფალოგრამული ტალღები,რომლებიც წარმოიქმნება ტაშის დაკვრაზე და გენერირდება სამი ელექტროდის მეშვეობით,რომელიც ბავშვის ქალაზეა განთავსებული.ბავშვი ტესტის დროს უნდა იყოს მშვიდ მდგომარეობაში.
EOAE-ეს ტესტი აღრიცხავს შიდა ყურშიგენერირებულ ტალღებს ,რომლებიც წარმოიქმნება ტაშის დაკვრაზე ან ხმოვან სიგნალზე და ძაიწერება მინიატურული მიკროფონის მეშვეობით,რომელიც გარეთ სასმენ მილშია განთავსებული.შეიძლება გამოყენებულ იყოს მხოლოდერთი რომელიმე ტესტის ,ასევე შეიძლება მათი კომბინრებული გამოყენებაც(ტესტი საჭიროებს 5 წთ.ნაკლებს)
„რისკ ჯგუფები“
სიყრუე ან სმენისდაქვეითება წარმოიშობა ისეთ რისკ ჯგუფებში,სადაც მოქმედებას ახდენს ერთი ან ბევრი ფაქტორი:
დედა ,რომელმაც ორსულობის დროს გადაიტანა ინფექციური დაავადებები (წითურა,წითელა,გრიპი)
არახელსაყრელი ორსულობა (რეზუს კონფლიქტი,ანტიბიოტიკების მიღება,სიმსივნე)
ბუნებრივი მშბიარობის პროცესის დარღვევა(ჰიპოქსია-ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში,ნაყოფის ტრამვა)
გენეტიკური ან მემკვიდრული ფაქტორი-ოჯახური ანამნეზი
ბავშვი ,რომელიც დაიბადა ნაადრევად და იღებს ინტენსიურ თერაპიას(ბავშვის წონა 1,500გრ.)
ინფექციური დაავადებები:სეფსისი,მინინგიტი,მენინგოენცეფალიტი
შუა ყურის განვითარების ანომალია
ნეიროდეგენერაციული დარღვევები
საშვილოსნოს შიდა ინფექციები(ციტომეგალოვირუსი)
ჰიპერბილირუბინემია (ბილირუბინის უმაღლესი დონე)
ინტოქსიკური მედიკამენტების გამოყენება
შუაყურის ანთება (გამონადენი მინიმუმ სამი თვე)
“სმენის დაქვეითებით გამოწვეული პრობლემები”
0-6 თვემდე ყველა ახალშობილს ნდა ჩაუტარდეს სმენს სკრინინგი სამშობიაროში.სკრინინგის ჩატარება აუცილებელია სიცოცხლის 1 თვის მანძილზე.
სმენის დაქვეითების ან არ არსებობის დროული აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია,რადგან იწვევს :
მეტყველების დარღვევა_ენა კომუნიკაცია.
კოგნიტური უნარების დარღვევა-აღქმა,ყურადღება,მეხსიერება ,გადაწყვეტლებების მიღება,ენობრივი შესაძლებლობები.
სოციალური უნარების დარღვევა _გარემოსთან ურთიერთობა,საზოგადოებაში ფუნქციონირება.
ემოციური სფეროს დარღვევა-პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება ,საკუთარი გრძნობების გაგება -გამოხატვა,სხვათ გრძნობების გამოხატვა -გაგება, თანაგრძნობა და სათანადო რეაგირება.
საჭიროა ფხიზლად ყოფნა თუ:
ბავშვი არანაირად არ რეაგირებს მკვეთრ ხმამაღალ ბგერებზე.
ბავში არ გამოხატავს არანაირ ემოციებს,როცა ესაუბრებიან.
4 თის ასაკში მას არ აინტერესებს მუსიკალური სათამაშოები,სხვების საუბარი და ბგერების სხვა წყარო.
ბავშვი ხშირად ეხება ყურებს .
პრობლემის აღმოჩნა უნდა მოხდეს 3 თვემდე/
ინტერვენციის დაწყება 6 თვიდან/
ავტორი – ოლღა ფანქველაშვილი- მეტყველების თერაპევტი.