აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა აბილიტაცია/ რეაბილიტაციის პროგრამა
პროგრამა ხორციელდება ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში.
ვინ არის მოსარგებლე?
აუტისტური სპექტრის დარღვევების დიაგნოზის მქონე ( F84:0 ბავშვთა აუტიზმი F84:9 ბავშვთა აუტიზმი, დაუზუსტებელი) 2-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვები და მოზარდები.
რა არის პროგრამის ძირითადი მიზნები და ამოცანები?
- ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქიონირების დონის შეფასება.
- ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
- მშობლის კონსულტირება.
ბავშვთან/ მოზარდთან მუშაობა მიმდინარეობს:
- მულტიდისციპლინური მიდგომით, ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის (ბავშვთა ფსიქიატრის, განვითარების პედიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ოკუპაციური/სენსორული თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, ხელოვნების თერაპევტის და სხვა) ჩართულობით.
- ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული ABA-თერაპიის ფარგლებში
- მოიცავს 20 სეანსს ყოველი თვის განმავლობაში, მათ შორის ABA-თერაპიის 12-14 სეანსს (ასაკიდან გამომდინარე), დამატებით – მეტყველების თერაპიის, სენსორული თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, ხელოვნების თერაპიის სეანსებს.
პროგრამაში ჩასართავად აუცილებელი კრიტერიუმებია:
ბავშვის/მოზარდის ბოლო 3 წლის (2 წლის ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ბოლო 2 წლის) განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია.