ა(ა) იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” კიდევ ერთი წარმატებული ქეისი – წაიკითხეთ, როგორ უმჯობესდება ბენეფიციარების მდგომარეობა ჩვენს ცენტრში

ა(ა) იპ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”, მოგეხსენებათ, თითოეულ ბენეფიციარზე მაქსიმალურად ზრუნავს და პროგრამაში ჩართული შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის წარმატებული ქეისები, რაც ჩვენი მუშაობის პერიოდში დაგროვდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად, ყველა ასეთი სასიამოვნო ამბავი გაგიზიაროთ და მოგიყვეთ, რა შედეგებს აღწევს ჩვენი ორგანიზაცია პროფესიონალი სპეციალისტების მეშვეობით შშმ ბავშვებთან მუშაობისას. შეგახსენებთ, რომ ბავშვის იდენტიფიცრება არ ხდება.
Beneficiary : სანდრო
ასაკი: 4 წლის
გამოწვევები პროგრამაში ჩართვამდე:
4 წლის სანდრო ჩვენს პროგრამაში ჩართვამდე ვერ ახერხებდა მისთვის სასურველი მოთხოვნის სიტყვიერად გამოხატვას, მას ფიზიკური დახმარება ან მინიშნება სჭირდებოდა სასურველი ნივთის დასახელებისას, დამოუკიდებლად ვერ ირჩევდა კონკრეტულ საგანს, ჰქონდა მწირი საკომუნიკაციო უნარები
თერაპიების შედეგები:
4 წლის სანდროს, თერაპიების შედეგად, უკვე აქვს დამოუკიდებელი რეაქციები. მინიშნება და ფიზიკური დახმარება დაყვანილია მინიმუმამდე, მას შეუძლია ასევე დამოუკიდებლად აირჩიოს ინსტრუქციულად მოთხოვნილი კონკრეტული ნივთი, ის ახდენს იდენტური და არაიდენტური საგნების დაწყვილებას და კატეგორიზაციას.