Search
Close this search box.

მეტი არტთერაპიის შესახებ

მეტი არტთერაპიის შესახებ

 არტთერაპიის შესახებ

არტთერაპია ეს არის ეფექტური მეთოდი ფსიქოკორექციასა და ფსიქოთერაპიაში შინაგანი ფსიქოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც საფუძვლად უდევს ხელოვნება. ის არის ხიდი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის, რომელიც ადამიანს ეხმარება გაიაზროს ტრავმული მდგომარეობები და გააძლიეროს ადამიანი. არტთერაპია ადამიანებს აძლევს საშუალებას ჰარმონიული გზით გააცნობიერონ საკუთარი შინაგანი ტრავმები და  იპოვნონ მისი დაძლევის გზები.  ტრავმული გამოცდილება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, როგორიცაა შფოთვები, შიშები, ფობიები და სხვა. მისი დახმარებით ასევე შესაძლებელია მუშაობა თავდაჯერებულობის ამაღლებაზე, თვითშეფასებაზე, კომუნიკაციაზე და ა.შ.

    რა არის ბავშვთა არტთერაპია?

ბავშვთა არტთერაპია ფსიქოთერაპიის თანამედროვე  მიმართულება, რომელიც გულისხმობს შემოქმედებით მიდგომას და ხელოვნების ყველა სფეროს გზით ცდილობს ბავშვთა ფსიქოემოციურ დახმარებას. მათთან მნიშვნეოლოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის სურვილები, შესაბამისად საჭიროა ყურადღება და მოქნილობა. შესაძლებელია თერაპიულ პროცესს გართობის სახე მივცეთ. ამ გზით ბავშვები  თერაპევტს იღებენ როგორც სანდო პიროვნებად.

არტთერაპიის საკვანძო ისნტრუმენტს წარმოადგენს „მეტაფორა“, რომლის დახმარებითაც ხდება იმ ჯადოსნური შედეგის მიღება რაც თანს სდევს არტთერაპიულ სესიას.

„მეტაფორა“ ეს არის სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც მსგავსების საფუძველზე გადატანითი, ხატოვანი მნიშვნელობით გამოსახავს  სხვა ობიექტს, მოვლენას თუ მოქმედებას.

არტთერაპიის რამდენიმე სახე არსებობს :

  • ქვიშა თერაპია;
  • სახვითი თერაპია;
  • ზღაპართერაპია;
  • მანდალათერაპია;
  • მუსიკა თერაპია;
  • ძერწვითი თერაპია;
  • ბიბლიოთერაპია და ა.შ

თითოეული მათგანი არის ჯადოსნური ეფექტის, ისინი გვეხმარებიან იმ ხიდის წარმოდგენაში, რომელიც აკავშირებს ჩვენს ცნობიერს და არაცნობიერს. მათი დახამრებით ადამიანები უკეთ შეიგრძნობენ საკუთარ ემოციებს, იაზრებენ  მდგომარეობებს და ცდილობენ შეცვალონ ის რაც მათ დისკომფორტს უქმნით.