Search
Close this search box.

როგორ და როდის ვესაუბროთ მშობელს ბავშვზე?

როგორ და როდის ვესაუბროთ მშობელს ბავშვზე?

როდესაც დედას მისი შვილის დიაგნოზის ან უნარების შესახებ ესაუბრები “100- ჯერ უნდა გაზომო და ისე გაჭრა”.

თითოეულ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ განეწყობა მშობელის შენს მიმართ.

როდის უყვარხარ ბავშვის დედას?

პასუხი მარტივია, როცა მისი შვილი გიყვარს. ესაა ამოსავალი წერტილი.

მაგრამ ახლა უფრო დეტალებში ჩავალ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კომუნიკაციის პროცესში მშობლებთან:

წინასწარ შეარჩიე დრო და ადგილი სანამ მშობელს გაესაუბრები. შეარჩიე შემთხვევა, როცა ის მთელი კონცენტრაციით გისმენს.

საუბარი დაიწყე პოზიტიური ინფორმაციით. ჯერ ბავშვის ძლიერ მხარეებს გაუსვი ხაზი.

მზად იყავი მძაფრი ემოციებისთვის და შეინარჩუნე მხარდამჭერი დამოკიდებულება.

იყავი თავაზიანი და ხშირად გაუღიმე.

როცა შენს დაკვირვებას უზიარებ, ასევე გააცანი ბავშვის განვითარების სტანდარტი და ყველა ის ფორმალური დოკუმენტი, რაც გაზრდის შენი რჩევის სანდოობას და საფუძვლიანობას. აჩვენე რომ ეს მხოლოდ შენი ვარაუდი არაა.

საუბრისას გამოიყენეთ სწორად ფორმულირებული სიტყვები დიაგნოზების შესახებ.

მხოლოდ შენ არ ილაპარაკო, აუცილებლად მიეცით მშობელსაც საშუალება გამოთქვას აზრი შენი რეკომენდაციების შესახებ.

ყურადღება გაამახვილეთ რომ საჭირო დროს, საჭირო სპეციალისტს ან დიაგნოსტირებისათვის შესაბამისს დაწესებულებას მიმართოს.

არ ესაუბრო ისე, თუნდაც ირიბად რომ თავი დამნაშავედ იგრძნოს მის შვილთან დაკავშირებით.

აგრძნობინე თავი თანასწორად, ნუ დაელაპარაკები პედაგოგიური ტონით.

გამოიყენე აქტიური მოსმენის ტექნიკები.

ნუ დაელაპარაკები რთული ტერმინებით, მაგრამ თუ მაინც გამოიყენებ აუცილებლად ახსენი რას ნიშნავს.

გამოიყენე სხეულის ენა პოზიტიური დამოკიდებულების გამოსახატავად. მაგ: ღიმილი, თვალით კონტაქტი, მშვიდი ტემბრი საუბრის დროს.

და ბოლოს იყავით გულწრფელები

By –  სოფო მელაძე (ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი )