Search
Close this search box.

რა აქტივობებში არიან ჩართულნი დღის ცენტრის ბენეფიციარები – ამ თემაზე სპეც მასწავლებელი თამთა გაბუნია გვესაუბრება

რა აქტივობებში არიან ჩართულნი დღის ცენტრის ბენეფიციარები – ამ თემაზე სპეც მასწავლებელი თამთა გაბუნია გვესაუბრება
ა(ა) იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ დღის ცენტრის სპეც მასწავლებელზე – თამთა გაბუნიაზე მოგიყვებათ, რომელიც ჩვენს გუნდს 2023 წლის ოქტომბრიდან შემოუერთდა.
თამთა გაბუნიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი სწავლობდა ანდრია პირველწოდებულის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქო კონსულტირება-დიაგნოსტირებაზე, აქვს მაგისტრის ხარისხი. ორგანიზაციაში მუშაობის დაწყების შემდეგ, მან გაიარა ნეიროფსიქოლოგიის, ქცევის მართვის, სექსუალური ქცევა შშმ პირებში და რთული ქცევის მართვის ტრენინგები.
თამთა გაბუნია დღის ცენტრის ბენეფიციარების უსაფრთხოებასა და მათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაზე ზრუნავს.
დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის პერიოდულად ისეთი თამაშები იმართება, როგორიცაა, „რა, სად როდის“. ასევე ეწყობა პრეზენტაციები მათთვის სასურველ თემებზე. მაგალითად, ბენეფიციარებს აინტერესებდათ შშმ პირების უფლებების შესახებ ინფორმაცია, რაც დღის ცენტრმა გაითვალისწინა და მათთვის სოციოლოგებმა პრეზენტაცია გამართეს. 
„ცენტრში არაერთი წარმატებული ქეისია, რაც ჩემთვის მთავარი მოტივაციაა აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობისთვის. დღის ცენტრში მყოფი ბენეფიციარების უმრავლესობასთან გაუმჯობესებულია მათი უნარ-ჩვევები, ეს კი, ერთი მხრივ ჩვენს წარმატებულ მუშაობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ გუნდის წევრი ვიყო“, – ამბობს თამთა გაბუნია.