USAID – სსსმ პირებისთვის „კითხვა უკეთესი მომავლისთვის”
2013-2016 წლებში ორგანიზაცია “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ახორციელებდა პროექტს „კითხვა უკეთესი მომავლისათვის“, რომელიც მხარდაჭერილი იყო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო “USAID”-ის მიერ. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სმენისა და მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვთა განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პირველ ეტაპზე განხორციელდა სამიზნე ჯგუფის ბავშვების მოძიება და ოჯახების საჭიროებების კვლევა, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: თბილისი, თელავი, მარნეული, ახალციხე-ახალქალაქი, ქობულეთი, ქუთასი, ბათუმი და ზუგდიდი. ასევე განხორციელდა სასწავლო ტური აშშ-ში, სმენისა და მხედვველობის დარღვევების მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს ვაშინგტონსა და ბოსტონში, კერძოდ “Gallaudet” უნივერსიტეტში. (https://www.gallaudet.edu/) სადაც დანერგილია უნიკალური პროგრამა, ყრუ და სმენის მქონე ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომად.
ამავე პროგრამის ფარგლებში “Perkins school for the blind”-ის სასწავლო დაწესებულებაში, მონაწილეები გაეცნენ სკოლის მუშაობის სპეციფიკას, რომელიც ყრუ და ამასთანავე ტოტალურად უსინათლო ბავშვებისთვის პიროვნული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. (https://www.perkins.org/)
პროექტის „კითხვა უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში შეიქმნა საგანმანათლებლო რესურსები უსინათლო და მცირედმხედველი, ასევე ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის. ამ ბავშვებისათვის დაფუძნდა სკოლამდელი განათლების სამი სამოდელო ცენტრი, საქართველოს სამ რეგიონში: თბილისში, თელავსა და მარნეულში.
შექმნილი რესურსები გადაეცა საქართველოს განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს, ასევე თბილისის 202-ე (უსინათლოთა) სკოლას, თბილისის 203-ე და ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლებს, რომლების სმენის დარღვევების მქონე ბავშვთა საკითხებზე არიან სპეციალიზირებული.