Search
Close this search box.

ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა , რომელიც ეხებოდა შშმ პირთათვის განკუთვნილი დამხმარე ტექნოლოგიების შესწავლას

ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა , რომელიც ეხებოდა შშმ პირთათვის განკუთვნილი დამხმარე ტექნოლოგიების შესწავლას
ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” თანამშრომლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა , რომელიც ეხებოდა შშმ პირთათვის განკუთვნილი დამხმარე ტექნოლოგიების შესწავლას.
შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაცია “ქონსორთ ჯორჯიას” დამხმარე ტექნოლოგიების სპეციალისტი მარიამ გელაშვილი.
განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თუ ვის სჭირდება კომუნიკაციის დამხმარე საშუალებები, როგორი ტიპის არსებობს და როგორ შეიძლება მისი შეძენა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ტექნოლოგიის, როგორც პოზიტიური ცვლილებების ძალაში, რომელიც არღვევს კომუნიკაციის ბარიერებს და აძლიერებს ხელმისაწვდომობას კომპიუტერულ სისტემებზე.
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის ენთუზიაზმი აშკარა იყო, რადგან მისი წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებსა და აქტივობებში.
ა(ა)იპ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების’’ სახელით, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ მარიამს ინფორმაციული და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.