მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრის ბენეფიციარები ხელნაკეთი ნივთების დამზადებას შეისწავლიან
დღეს ჩვენი ორგანიზაციის მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრზე მოგიყვებით.
ა(ა) იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ სხვადასხვა აქტივობაში ბენეფიციარების ჩართვაზე თბილისის გარდა, მარნეულშიც ზრუნავს. ამჯერად, მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრს მედეა ჭკადუა ესტუმრა, რომელიც უკვე წლებია ხელნაკეთ ნივთებს, სამაჯურებს და აქსესუარებს ამზადებს.
მას ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს, ჩართულია არაერთ პროექტში და ახლა უკვე ჩვენს ბენეფიციარებს შეასწავლის სხვადასხვა სახის ნივთის დამზადებას. მედეა ჭკადუამ ბიჭებს ტელეფონის აქსესუარების დამზადების ტექნიკა გააცნო, ხოლო გოგონებს – ხელნაკეთი სამაჯურების.
მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრში დაგეგმილია მედეა ჭკადუას კიდევ რამდენიმე შეხვედრა ბენეფიციარებთან, რათა მათ სრულყოფილად შეისწავლონ ხელნაკეთი ნივთების დამზადება
ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ მადლობას უხდის მედეა ჭკადუას. ჩვენი ორგანიზაცია ბენეფიციარებს მომავალშიც არაერთ აქტივობას შესთავაზებს.